|
2021-03-03 11:11:36, 610 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა" მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ. მინისტრის თქმით, მომდევნო ეტაპია კომპანიის კორპორატიზაცია და საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის, მენეჯმენტში. „ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები, საუკეთესო კორპორატიული სტანდარტები და პრაქტიკა იყოს დანერგილი და დამოუკიდებლად იზიდავდნენ ფინანსებს როგორც ჩვენს ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის ფუნქციაა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)