|
2021-03-02 11:23:38, 708 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მა რუსეთს ალექსეი ნავალნის საქმის გამო სანქციები, შესაძლოა, დღეს დაუწესოს
ამერიკის შეერთებული შტატები ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციებს, სავარაუდოდ, დღეს დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, აშშ ორი აღმასრულებელი ბრძანებით იმოქმედებს: 13661, რომელიც გამოიცა ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მეორე, 13382, რომელიც 2005 წელს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით გამოიცა. ორივე ბრძანების მიხედვით, აშშ-ს ეძლევა საშუალება, სანქცირებულ პირებს გაუყინოს ამერიკული აქტივები და ამერიკულ კომპანიებსა და პირებს მათთან საქმის დაჭერა აუკრძალოს. ამასთანავე, წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე აპირებს მოქმედებას აშშ-ის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და ომის აღმოფხვრის შესახებ 1991 წლის კანონის შესაბამისად. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების სამიზნე რამდენიმე კერძო პირი იქნება, თუმცა მან ეს პირები არ დაასახელა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)