|
2021-02-27 14:04:14, 829 ნახვა
რეგიონი
„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. „ბრისტოლიდან ბეიჯინამდე”- ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად სიმსივნეს ებრძვის, პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად თვალს ადევნებს ჟურნალისტებიც. ამჟამად, მასთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიბისის ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს. რეგიონში ყოფნისას ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანიაჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარამენტმა გაუწია. ის რეგიონს დღეს დატოვებს და გეზს აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღებს. მას ბათუმიდან ფოთამდე “Critical Mass” ბათუმის ველოსიპედისტები გააცილებენ. საქართელოში ლუკთან ერთად მოზაურობს მისი დედაც, რომელიც შვილთან ერთად მართავს ველოსიპედს. საქართველოს შემდეგ ველოსიპედისტი მოგზაურობას უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით გააგრძელებს. „ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი თავგადასავალი, მეორე კი ადამიანებისთვის სტიმულის მიცემაა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნის აგრესიული ფორმა, თუმცა ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არც დაიჯერებს. ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად. ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის,“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ლუკ გრენფელშოუმ.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)