|
2015-10-07 20:46:46, 718 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო - N2 დაწესებულებაში პატიმართა შორის დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია
სასაჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა შორის დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. რაც შეეხება მსჯავრდებულების რისკ-ფაქტორების მიხედვით გადანაწილებას, სამინისტრო ცნობით, აღნიშნული პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე დაწყებულია და ის 2017 წლის დასაწყისში დასრულდება. "N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლმებთან დაკავშირებით კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა არსებული პრობლემა ეტაპობივად გადაიჭრება. სასჯელაღსრულების სამინისტრო არ იზარებს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა აქტივობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ დაწესებულება პასუხობს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რასაც კანონი ითვალისწინებს შესაბამისი რეჟიმის დაწესებულებისთვის. ასევე, უკვე აღმოფხვრილია N2 დაწესებულების მაღაზიის სათანადო პროდუქტებით მომარაგების პრობლემაც. სახალხო დამცველის ანგარიშში N2 დაწესებულებაში სამედიცინო სერვისის კუთხით გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო განმარტავს, რომ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ექიმის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ოქტომბერში კონკურსის გამოცხადება იგეგმება. ამასთან, მსჯავრდებულებს საჭიროებისმებრ უტარდებათ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გენდერულად სპეციფიკური საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს ექიმ-ფსიქიატრის საშტატო ერთეული და კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია შესაბამისი და დროული ფსიქიატრიული მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში N2 პენიტენციურ დაწესებულებიდან სამოქალაქო სეტორის კლინიკებში სამედიცინო მომსახურება 552 მსჯავრდებულს/ბრალდებულს ჩაუტარდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)