18:12 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 16:58:05, 908 ნახვა

ეკონომიკა
როგორ შეიძლება გამოიმუშავო ანაზღაურება მარტივად სახლიდან გაუსვლელად

პანდემიამ ბოლო ერთ წელში ძალიან ბევრი რამ თავდაყირა დააყენა, რაც ერთი შეხედვით საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა, თუმცა თუ სხვა კუთხიდან შევხედავთ სხვადასხვა შესაძლებლობებიც გააჩინა. ამჟამად ისეთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, სადაც ადამიანური თუ საქმიანი ურთიერთობები უმეტესად დისტანცირებულია, სულ რაღაც ერთი წლის წინ ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი იყო, თუმცა ამ პრობლემამ მუხტი ბევრ ადამიანებს მისცა ეფიქრათ, განსხვავებულად მიდგომოდნენ საკითხს და ახალი შესაძლებლობები გაეჩინათ. ასევე, პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი აღქმა სამსახურსა და მის შესრულებაზე, აღმოვაჩინეთ, რომ სწორი ორგანიზებით საკმაოდ კარგადაა შესაძლებელი სახლიდან მუშაობა, რასაც, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც, ამიტომ მოსალოდნელია კიდევ ერთხელ შეიცვალოს ბიზნესის მიდგომა პანდემიის დასრულებისას და ბევრ კომპანიაში იქნება შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში ხან სახლიდან იმუშავოთ, ხანაც სახლიდან, რაც საკმაოდ კომფორტული და ბევრად ნაყოფიერი შეიძლება იყოს.

შეიძლება მთელი წელი ჩაკეტილებმა გავატარეთ, თუმცა ამან მოგვცა შესაძლებლობა ახალი საითხები აღმოგვეჩინა, გვესწავლა და ახალი გზები გვეპოვნა, შესაბამისად შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულებაც, უკვე ვიცით, რომ შეიძლება სახლიდან გაუსვლელადად გამოიმუშავო თანხა, მთავარია ამის გზა იპოვო. ამ ყველაფრის პარალელურად, შეიქმნა ისეთი კომპანიები და სტარტაპები, რაც ამ პრობლემასაც ჭრის და კიდევ უამრავ შესაძლებლობას აჩენს.

ერთ-ერთი ასეთი სტარტაპია Leadin.ge, სადაც შესაძლებელია მარტივად, სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავოთ თანხა, რომელიც 1500-დან 10 000 ლარამდე მერყეობს და ამის გასაკეთებლად შეიძლება ბევრი არაფერიც დაგჭირდეთ. იდეა საკმაოდ მარტივია, რომლის განხორციელებაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია - ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ სოციუმში აღმოაჩინონ ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ შეიძინონ უძრავი ქონება და დაეხმაროს მათ არჩევაში, რის შემდეგაც მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას. თავის მხრივ სტარტაპი ეხმარება დეველოპერულ კომპანიებს უკეთ გაყიდონ ბინები, რადგან ჯერ მხოლოდ 3 თვეა რაც ლიდინის პლატფორმა გაეშვა და უკვე 1000-მდე ბროკერი ზრუნავს ამაზე.

მოქმედების მექანიკაც მარტივია - ლიდინის ვებ გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის უძრავი ქონება და მზადაა გასაყიდად, თქვენი მისიაა მხოლოდ მოიძიოთ თქვენს სანაცნობოში, სანათესაოში, სამეგობრო წრეებსა თუ თანამშრომლებში ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ ბინის შეძენა.

თავდაპირველად რეგისტრაციას გაივლით საიტზე, როს შემდეგაც გახდებით ასოცირებული ბროკერი და როდესაც ბინის ყიდვით დაინტერესებულ ადამიანს იპოვით, ლიდინის საიტზევე შეძლებთ თავად აურჩიოთ ისეთი ბინები, რომლებიც მათ ინტერესზე იქნება მორგებული და შესთავაზებთ. მას შემდეგ, რაც დაინტერესდება ერთი ან რამდენიმე ბინით, ამ ინფორმაციას ლიდინის პლატფორმის მეშვეობით გადასცემთ დეველოპერულ კომპანიას, რის შემდეგაც თქვენ სრულად ეხსნებით მოლაპარაკებებს, რომელსაც უშუალოდ კომპანიის წარმომადგენელი მიხედავს. ამის შესახებ პლატფორმაზე რეალურ დროში ყოველთვის შეძლებთ რა ეტაპზე მოლაპარაკება, ხოლო წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ იღებთ საკომისიოს გაყიდვიდან, რომელიც შეიძლება იყოს 1500 ლარიდან 10 00 ლარამდე ფარგლებში.

გაითვალისწინეთ, დეველოპერულ კომპანიებს სხვადასხვა შეთავაზებები შეიძლება ქონდეთ როდესაც საიტზე განთავსდება უძრავი ქონება და აუცილებლად გაეცანით მათ. ბინები ლიდინზე შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობის და ფასის იყოს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ უფრო დიდი არჩევანი გქონდეთ და მეტად მოარგოთ მეგობრის ინტერესებს. დაინტერესებული ადამიანის მოძებნა შეგიძლიათ სამეგობროს გარეთაც, ეს უკვე უშუალოდ თქვენს შესაძლებლობებზე, სოციალურ რესურსზე და კრეატიულობაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია ასევე ერთდროულად რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკების წარმოებაც, რაც რა თქმა უნდა, მეტად ზრდის ყიდვის შანსებსა და საკომისიოს რაოდენობას.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics