|
2021-02-22 14:41:42, 844 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა
მერმა ასევე 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც დეტალურად ისაუბრა. ანგარიშის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით წარიმართა. „მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას დღეს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მოგეხსენებათ, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე წელი იყო. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მერია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ ჯამში 13 500 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. საკარანტინო პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენს მედიკოსებს, პოლიციელებსა და მოხალისეებს მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 მილიონამდე ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. გასულ წელს კი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, 3 300 000 ლარი დავხარჯეთ. დარწმუნებული ვარ, 2021 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კვლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)