|
2021-02-20 14:32:45, 502 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინვესტორებს ჩვენთან დახვდებათ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, პროგნოზირებადი თამაშის წესები და ევროპული ტიპის კანონმდებლობა
„პოსტპანდემიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი ნაბიჯებით ვიაროთ, უფრო პროაქტიულად ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. მაგალითად, გლობალური, სხვადასხვა დარგის ლიდერი ინვესტორები და ბრენდის ინვესტორები თუ შემოვლენ, მზად ვართ, მათ განსაკუთრებით შეღავათიანი პაკეტები შევთავაზოთ" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, ყველაზე მთავარი, რასაც ინვესტორები აქცევენ ყურადღებას, არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, სადაც ინვესტორს შედარებით პროგნოზირებადი და დაბალი რისკის პირობებში, შედარებით მაღალი მოგების მიღება შეუძლია. „ეს არის ერთგულება რეფორმების კურსისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ინვესტორს დახვდება პროგნოზირებადი თამაშის წესები და ევროპული ტიპის კანონმდებლობა. მას შეუძლია პროგნოზირებადი ბიზნესგეგმა გათვალოს და გააკეთოს საქართველოში, რადგან ჩვენი ხელისუფლება, გუნდი, ჩვენი მთავრობა რეფორმირების კურსის ერთგულია. ეს არის ბიზნესის თავისუფლების მაღალი ხარისხი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა, ეს არის ჩაურევლობა ბიზნესის საქმიანობაში, ყველა რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ბიუროკრატია და ნაკლები შეხების წერტილი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ასევე ეს არის ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც ყოველთვის მიმდინარე ვითარების ადეკვატურია" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ინვესტიციების ორი მიმართულება - პირველია ხარისხიანი ინვესტიცია, რომელიც არის მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული, მეორე კი მაღალ დასაქმებაზე ორიენტირებული ინვესტიცია და ორივე პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია. „მაგალითად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გვაქვს ისეთი მიმართულებები გამოყოფილი, როგორიცაა მანქანათმშენებლობა, ჩარხთმშენებლობა, ელექტრონიკა, ლოგისტიკა და ლოგისტიკური სერვისები, ბიზნესპროცესების აუტსორსინგი, ფარმაცევტიკა და სხვა - ეს ის დარგებია, სადაც განსაკუთრებულად მხარს დავუჭერთ და ხელს შევუწყობთ ინვესტიციების შემოსვლას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)