|
2015-10-03 14:26:32, 715 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს
მე ყოველთვის მკვეთრ ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს, - ამის სპეციალურ საშვებზე გავრცელებულ ვიდეო კადრეთაბ დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ივანიშვილი ე.წ. „ნარუშილოვკების“ გამო შემქნილი უხერხულობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან. მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც. ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)