10:58 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 11:36:50, 1238 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში 6-დან 11-წლამდე ასაკის კოვიდგადატანილ პაციენტებში პოსტკოვიდური სინდრომი გამოვლინდა

საქართველოში 6-დან 11-წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტკოვიდური სინდრომი გამოვლინდა.

ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ვლინდება კორონავირუსის გართულება. ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. ყველაზე წამყვანი და ძირითადად გახლავთ ტემპერატურული რეაქცია. ტემპერატურული რეაქციის მატება, ოღონდ არა ჩვეულებრივი არამედ 38 გრადუსი და მეტი განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი ამ სინდრომის დიაგნოსტიკისთვის. ყველაზე ხშირად ზიანდება კუჭ-ნაწლავის სისტემა, თან ახლავს გულისრევა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი. ხშირად ზიანდება კანი, კანზე გამონაყარიც ხშირია, ლორწოვანი გარსი, დამახასიათებელია ფეხებისა და ხელების შეშუპება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics