2021-01-20 11:20:28, 836 ნახვა
ეკონომიკა
2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 12%-ით შემცირდა
2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
„2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან