2021-01-15 11:09:00, 553 ნახვა
კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 777 მძიმე პაციენტია, მათგან 238 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
![]() საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 777 მძიმე პაციენტია, მათგან 238 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 23 772 ადამიანი იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 714 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 102 პირი, აჭარაში - 2 264, იმერეთში - 2 756“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-03-03 12:34:34 რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 452 პაციენტი გარდაიცვალა 2021-03-03 11:58:54 ევროკავშირი 2021 წლის ბოლოსთვის 3 მილიარდი დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას გეგმავს 2021-03-03 11:43:53 Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 265 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა 2021-03-03 11:31:23 სომხეთში კორონავირუსის ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-03-03 10:52:29 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 247 პირის მდგომარეობა მძიმეა ვიდეო/LIVE ნიკა მელიას დაკავების შეფასებები - ექსპრესნიუსი
|