2021-01-04 16:36:59, 324 ნახვა
ეკონომიკა
18-29 იანვარს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე მოემსახურება
![]() 18-29 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 14 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-15 21:57:48 იტალიაში კოვიდ-19-ით 477 ადამიანი გარდაიცვალა 2021-01-15 19:17:47 კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა 2021-01-15 12:32:28 აშშ-ში კორონავირუსის 229 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 769 პაციენტი 2021-01-15 11:16:47 სომხეთში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-01-15 11:09:00 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 777 მძიმე პაციენტია, მათგან 238 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება ვიდეო/LIVE ვითარება აშშ-ში - პირდაპირი
|