|
2015-10-01 10:41:36, 482 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში NDI-ს ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირს სამუშაო სადილზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა უმასპინძლა. შეხვედრას დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველი ორგანოს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვთ მიმრთა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძლედა. მხარეებმა საქართველო-ამერიკას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა „ენ დი აი“- ში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომადგენლებს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება და პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანწილად სწორედ, ამერიკელი პარტნიორების ურყევმა მხარდაჭერამ განაპირობა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)