11:58 - 26 Jan, 2021
2020-12-30 12:59:45, 323 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენიდან დღემდე საქართველოს ფლოტი 10 გემით გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაიწყო და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენა და განვითარება.

 პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი მიმართულებები, მათ შორის საზღვაო თევზჭერის ინდუსტრიის თანადაფინანსების კომპონენტი მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და დღეის მდგომარეობით, საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი 10 გემით არის გაზრდილი, მათ შორის პირველი გემი ქვეყნის აკვატორიაში უკვე იანვარ-თებერვალში შემოვა.

 პროგრამის ამოქმედებიდან საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.

 კომპანიები ისარგებლებენ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე 6 კომპანია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

 საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში" თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს  3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics