|
2020-12-29 11:03:31, 1432 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 001 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 001 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 570, აჭარაში - 488, იმერეთში - 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში - 513, აჭარაში - 101, იმერეთში - 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 29, იმერეთში - 52. 1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 - აჭარაში, 92 - იმერეთში. 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 92, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 037 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 453 პირი, აჭარაში - 2 942, იმერეთში - 3 865", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორი კომპანია მეხუთედ დააჯარიმეს
მობილიზაციის შიშის გამო, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)