|
2020-12-28 11:17:28, 389 ნახვა
ეკონომიკა
1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა
1 და 2-თეთრიანი მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში 1 და 2-თეთრიანი მონეტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკსა და კომერციული ბანკებში იქნება შესაძლებელი, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკში, უვადოდ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე ვრცელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კი უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებლებელი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)