|
2020-12-28 11:04:02, 1160 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 019 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 019 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 608, აჭარაში - 508, იმერეთში - 1 092. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 100, იმერეთში - 216. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 34, იმერეთში - 57. 1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 489 - თბილისში, 578 - აჭარაში, 94 - იმერეთში. 6 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 427 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 021 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 123 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 102 პირი, აჭარაში - 3 165, იმერეთში - 4 326",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორი კომპანია მეხუთედ დააჯარიმეს
მობილიზაციის შიშის გამო, ერთ კვირაში 100 000-ზე მეტი რუსი გაემგზავრა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)