09:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 09:57:59, 1157 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, 2021 წელს იწყება

ანგარიშის წარდგენისას,  თავდაცვის უწყების  ხელმძღვანელმა საზოგადოებას 2021 წლის გეგმები  და თავდაცვის უწყების პრიორიტეტებიც  გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მომავალ წელს ჯარისკაცების სათანადოდ დაფასება, თავდაცვისუნარიანობისა  და თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება,   ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური შესაძლებლობების, არტილერიის მიმართულების  გაძლიერება, ეროვნული სამხედრო მრეწველობის, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება-გაუმჯობესება  კვალავ გაგრძელდება.

 ყველა დასახული გეგმა, განსახორციელებელი პროექტი თუ თანმიმდევრული რეფორმა კი,  ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას, თავსებადობის გაზრდას, ჯარისკაცებზე ზრუნვასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად:

 „შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც, მომავალ წლებში სისტემურად დაიწყება ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ სისტემური და მე ვიტყოდი ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი  სწორედ 2021 წლიდან იწყება.  2021 წლის   ბოლოს, ნაწილი   2022  წელშიც გადავა,  ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების მ4-ის ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა  და სხვა საშუალებებით. მომდევნო წელს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტისა  და სხვა მექანიზმების მეშვეობით,  ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნატოში ინტეგრაციის პროცესს და გავაგრძელებთ ღირსეულ მოღვაწეობას საერთაშორისო მისიებში მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“ ,  - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების  რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესში  ჩართულობისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის  ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ქვეყნის ხელისუფლებას, სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობარ  ქვეყნებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა: „ასე, როგორც  ახლა ვართ  ერთ ოჯახად  წარმოდგენილი, ერთიანი ძალისხმევით  უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.  აქტიური მუშაობით  ჩვენს ჯარს უფრო ძლიერს გავხდით, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს საუკეთესოს  იმსახურებენ.   ჩვენ ამ პრინციპს კიდევ უფრო აქტიურად დავიცავთ და ამ მიზნის ერთგული დავრჩებით“.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics