20:56 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 09:56:38, 1172 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული ჯარი იდგა და ყოველთვის იდგება იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას სჭირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალებში გადადგმული ნაბიჯები, სამხედრო ბაზებზე მიღებული ზომები გააცნო და უხილავ მტერთან ბრძოლის პროცესში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან პანდემიასთან ბრძოლის საქმეში თავდაცვის ძალებში  გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობა კიდევ ერთხელ გაიხსენა,  პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი, რომელიც  მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იმყოფება, უჩვეულო მტერთან ბრძოლაშიც სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული.

21 მარტიდან მოყოლებული   თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ის  წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ: „ქართული ჯარი იდგა და ყოველთვის იდგება იქ, სადაც  ჩვენს ქვეყანას  სჭირდება: პანდემიის დასაწყისიდანვე, პრევენციის მიზნით,  მივიღეთ ყველა საჭირო ზომა, სამხედრო ნაწილების დეზინფექციით დაწყებული სამხედროების  დისტანციურ და როტაციულ პრინციპზე გადასვლით.

მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ თავდაცვის ძალების სამედიცინო საშუალებები.  შევიძინეთ მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტრანსპორტი, სარდლობებში შევქმენით შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები და გავაუმჯობესეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მთლიანი სამთავრობო ძალისხმევის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ჩვენი ჯარისკაცები და სამხედრო ექიმები  სახელმწიფოს სხვა შესაბამისი სტრუქტურების ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებდნენ“.

მინისტრმა ვირუსთან ბრძოლის პროცესში  გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის  უდიდეს წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.  მისი ინფორმაციით, ქალაქ გორში განთავსებული ჰოსპიტალი კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული პაციენტების მკურნალობის პროცესში. სპეციალისტებმა და ქვეყნის წამყვანმა ინფექციონისტებმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცეს.  სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით,  აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა  ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით,  უახლოეს მომავალში დაგეგმილ  სიახლეებზეც  ისაუბრა, რაც  ჰოსპიტალური სექტორისა და ზოგადად, სამედიცინო შესაძლებლობის  კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს: „კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია, გრძელდება. უახლოეს თვეებში კოვიდ ვირუსის პანდემიის მართვისა და პრევენციის მიზნით,  კიდევ უფრო გავამკაცრებთ ამ ზომებს. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სადეზინფექციო საშუალებების, პირადი ჰიგიენისა და დამცავი საშუალებების დამატებითი მარაგებს უზრუნველყოფს. გაძლიერდება ჰოსპიტალური სექტორი. PCR მეთოდით ყოველდღიური ტესტების რაოდენობა 10-ჯერ მოიმატებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics