|
2015-09-30 13:50:42, 444 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
ნაციონალური მოძრაობა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით, მათ მიერ კომპანიებთან ხელშეკრულება გარკვეული ინტერესების გათვალისწონებით ფორმდება. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობა -თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განმარტა, რომ ქართული ოცნება არის აბსოლუტურად მოუმზადებელი და ნარმანიას მთლიანად სამთავრობო გუნდის შეცვლისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებთ, სანამ სხვა ბევრი სუდაძე აღმოაჩნდება, მთლიანი სამთავრობო გუნდი შეცვალოს. თორემ ამ არაკვალიფიციური ადამიანების გამო, დედაქალაქში მოსახლეობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“, - აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებთან წარმოადგინა საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ კომპანია „ენკოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. რომელიც ადასტურებს, რომ არსებობს ფინანსური დარღვევა. „ეს ეხება ერთ-ერთ მისამართზე საფეხმავლო ბილიკის მოწყობას. გაუგებარია რატომ მოითხოვა რაიონულმა გამგეობამ ტექნიკურ დავალებაში საფეხმავლო ნაწილზე 5 სანტიმეტრიანი ფენის დაგება, როცა ყველამ ვიცით, რომ იგება 3 სანტიმეტრიანი ფენა. ხელშეკრულება გააფორმა კეთილმოწყობის სამსახურმა. საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებული თანხაა ორ მილიონ სამას თერთმეტ ათასი. ხელშეკრულება გაფორმდა დაახლოებით მლნ ექვსასი ათასზე. აქაც არის დარღვევა გამომდინარე იქედან, რომ შესყიდვების კანონი ავალდებულებს შემსყიდველს, როცა დასახელებული თანხა გამოცხადებულ თანხაზე 20 %-ით ნაკლებია, მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთების მიზნით ექპსერტიზის დასკვნას“, _ განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა. ცნობისთვის, დღეს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერიაში განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)