00:25 - 16 Jan, 2021
2020-12-26 00:09:06, 322 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

„ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგულ და ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს,  მათ მხარდაჭერას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციაზე „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა  თავდაცვის უწყების საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას,  ყურადღება  ნატოსთან, აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და მათ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ამ თვალსაზრისით,  ყოველდღიურად ვაძლიერებთ  პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება.

წელს განახლდა და უფრო გაფართოვდა ის შესაძლებლობები, რომელიც  ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელმაც  ახლახან თანამშრომლობის  ხელშეკრულება გააფორმა ნატოს გაერთიანებული ძალების  სასწავლო ცენტრთან და  ჩამოყალიბდა ნატოსთან აფილირებულ ცენტრად. 

ეს კიდევ ერთი დასტურია  იმისა,  თუ როგორ წარმატებით იმართება აღნიშნული ცენტრი ქართველი  სამხედროების მიერ.

ნატოსთან თანამშრომლობის პარალელურად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი,  ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც საყოველთაო შეფასებით, მათ შორის, ამერიკელი კოლეგების შეფასებით, არასოდეს  ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. ჩვენ გავაფორმეთ და აქტიურად ვასრულებთ 3 წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ამოცანებსა და ვალდებულებებს.  მოგეხსენებათ,  რომ ბოლოს ჩემი ვიზიტის დროს განახლდა 3 წლიანი ხელშეკრულება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა  საზოგადოებას დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიისპირეთისა  და სკანდინავიის ქვეყნებთან, თურქეთთან   ორმხრივი თანამშრომლობის  ფარგლებში განხორციელებული  პროექტები გააცნო  და განმარტა,  რომ  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობები გაღრმავდა  და უფრო ნაყოფიერი გახდა.

საერთაშორისო  პარტნიორებთან თანამშრომლობის კონტექსტში მან მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა და  ნატოს  წევრ  ქვეყნებთან განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებზე ისაუბრა.

„საერთაშორისო სწავლებების მზარდი დინამიკა და მასშტაბები კი, ნატოს წევრი ქვეყნებისა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერასა და მუდმივ რეჟიმში  ჩვენი ჯარის გაძლიერებას. 2020 წელს, კოვიდპანდემიის მიუხედავად,  მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) წარმატებით ჩატარდა“,- აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ნდობის გამყარებას, საერთო მიზნისა და  ღირებულებების დაცვასა  და   ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნის დონის  ამაღლებას უწყობს  ხელს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ვითარება აშშ-ში - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics