2020-12-25 18:17:15, 603 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: მაღალი დოლარიზაციის პირობებში ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის „გადასახადის გაზრდაა“
„მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის „გადასახადის გაზრდაა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა.
„ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა და თან არ უნდა დააზიანოს ჯანსაღი ნაწილი. ეს ადვილი არაა თანამედროვე ძნელად პროგნოზირებად გარემოში, თუმცა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან