08:36 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 13:01:01, 507 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში იმყოფება. მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეს შეხვდება. ამასთან, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ხვალ საქართველოს თემაზე მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. წულუკიანის განცხადებით, არავის მისცემს საშუალებას, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან.

"მთავარი მიზანი ჩემი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება, გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტკოს ქართული მართლმსაჯულება, უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომელსაც მთავრობა სამართლებრივ სფეროში ატარებს. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები და ამ კენჭისყრაზე ზემოქმედება არ ძალუძს არც ერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაქვს ჩემი მიზნები, რომ ვიღაცებს არ მივცე საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics