|
2020-12-25 11:26:10, 696 ნახვა
ეკონომიკა
2019 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა
2019 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (51.2 პროცენტი), აჭარის ა.რ. (10.1 პროცენტი), იმერეთი (8.5 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.5 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.7 პროცენტი). „ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (21.1 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.3 პროცენტი) და მშენებლობა (10.1 პროცენტი). აჭარის ა.რ. რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს მშენებლობა (19.9 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.3 პროცენტი) წარმოადგენს. იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელი მრეწველობას (13.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (12.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.0 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (22.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.6 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.1 პროცენტი)“, - აცხადებენ საქსტატში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)