|
2020-12-25 11:01:38, 1190 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 1 068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგთგან 414 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 414 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 584, იმერეთში - 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 121, იმერეთში - 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 64, იმერეთში - 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 668 - აჭარაში, 112 - იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 183, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 905 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 708 პირი, აჭარაში - 4 006, იმერეთში - 4 887", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)