|
2020-12-23 19:06:06, 918 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას" ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა. ნათია თურნავამ კომპანიის გენერალურ დირექტორს პირადად მიულოცა ახალ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და „ტავ ურბან ჯორჯიას" შორის არსებული მჭიდრო თანაშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აერპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც „ტავ ჯორჯია" 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ტავ ურბან ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)