|
2015-09-30 09:35:23, 670 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს
თუ შევხედავთ რუკას, საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საგარეო ურთიერთობა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრის მედიატორის, ამერიკელი ჟურნალისტის ტომას გრემის შეკითხვებს პასუხობდა. ჟურნალისტი დაინტერესდა რატომ გაქრა საქართველო ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატების გაზეთებიდან. პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობაზე და ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლზე გაამახვილა, რომელიც დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების თვალსაზრისით. „როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველო გაქრა ამერიკის აქტიური რადარებიდან, ნიუ იორკის რადარებიდან, ვაშინგტონის მედიასაშუალებებიდან. რა გვსურს ჩვენ? ჩვენ გვსურს დავაბრუნოთ საქართველო დისკუსიების ფორმატში. ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც შეერთთებულ შტატებში ვითარდება, საკმაოდ რელევანტურია, არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის. პირველი მიზეზი იმისა, რატომაც უნდა ვისაუბროთ საქართველოზე და მის განვითარებაზე არის ის, რომ საქართველოს ევრაზიის კონტინენტზე უნიკალური მდებარეობა გააჩნია. თუ შევხედავთ რუკას, საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს ბოლო სამი ათასწლეულის განმავლობაში. ძალიან სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა კასპიისა და შავ ზღვას შორის. საკმაოდ საინტერესო ქვეყნებთან აქვს საზღვარი, როგორც ჩრდილოეთში ასევე დასავლეთში და აღმოსავლეთში. საინტერესოა ასევე, რომ ჩვენ ვაერთიანებთ აზიურ ნაწილს შავი ზღვის რეგიონთან და ევროპის ნაწილთან და ამას ვაკეთებდით ასწლეულების განმავლობაში. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც ჩვენ კარგად გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი სტრატეგიული როლი, ჩვენი ადგილი იმ ცივილიზებულ სამყაროში და ჩვენი როლი როგორც გამაერთიანებლისა და ორ გლობალურ სამყაროს შორის. ეს არის სატრანსპორტო მაგისტრალებისა და იმ კონცეფციის განხორციელება, რასაც სატრანზიტო კონცეფცია ჰქვია. ეს ასევე მნიშვნელოვანია, სწორედ პარტნიორობის გაფართოების თვალსაზრისითაც, რაც ასევე ხელს უწყობს სერვისების ბაზრის განვითარებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს აბრეშუმის გზის კონცეფციის ნაწილია და ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს. „ჩვენ ასევე, ვართ აბრეშუმის გზის კონცეფციის ნაწილი და ჩემი ბუნებრივი ინტერესი არის გავაძლიეროთ ეს მიმართულება, გავაფართოვოთ შესაძლებლობები ჩემი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისა. ჩემს ხალხს მინდა წარუდგინო ახალი გადაწყვეტილებები, საქართველოს მზადყოფნა რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და სწორედ ამიტომ საქართველო ხდება არჩევანის ქვეყანა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა აღინიშნოს, არის ის რომ, რეგიონის 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანას, ასე ვთქვათ, საზღვარი აქვს საქართველოსთან, სწორედ ესეც აძლიერებს ამ განსაკუთრებულ არჩევანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)