|
2020-12-23 00:17:08, 843 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: მადლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დახმარებისთვის
„მინდა, მადლიერებით კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მივმართო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს. ეს ყოველწლიური დახმარება წლიდან წლამდე იზრდება. გაისად ეს თანხა შეადგენდა 35 მილიონ დოლარს. ეს იყო რეკორდული დახმარება გრანტის სახით, რომელიც მივიღეთ“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს ერთობლივ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP), რომელიც წარმატებით ხორციელდება. „მქონდა პატივი, გამეგრძელებინა ეს ხელშეკრულება, გამეფორმებინა სამწლიანი ხელშეკრულება გასული წლის ნოემბრის თვეში, როდესაც აშშ-ში ვიმყოფებოდი. ჩარჩო-ხელშეკრულება მოიცავს რეალურად ჩვენი თავდაცვის ძალებისა და ბატალიონების გადამზადებას, რაც, რა თქმა უნდა, არის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“, - განაცხადა მან. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „მოგეხსენებათ, რომ SNGP-ის განახლებული პაკეტი, რომელიც ახლა დეკემბრის თვეში დამტკიცდა, წარმატებით ხორციელდება. მისი საბოლოო მიზანია, თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, კიდევ უფრო მდგრადი და ძლიერი. რაც მთავარია, ჩვენი ქართული ჯარი გახდეს კიდევ უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან. SNGP-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სისტემატურად ვცვლით ინფორმაციებს როგორც ნატოს ქვეყნებთან, ბრიუსელის შტაბბინასთან, ასევე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ წვრთნებს და გვაქვს ინტენსიური გაცვლა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)