08:00 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 15:56:19, 565 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს

„ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული ამოცანა, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში უდგას და ამ საკითხის უდიერად მოხსენიება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე დასმულ შეკითხვას.

„ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ დასვა სწორი და კორექტული შეკითხვა ამ თემაზე. ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და შეუძლია, ზამთრისთვის წყლის შენახვა და აქვს რესურსი მოგვეშველოს, როდესაც დეფიციტური პერიოდი გვაქვს. ეს არის ძველი სადგურები, რომლებიც საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი რეზერვუარიანი სადგური, რომელიც სარეზერვო სიმძლავრეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იყოს აშენებული. მცირე ჰესები, ქარის სადგურები და სხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ქვეყანა ვიყოთ, მწვანე ენერგეტიკა გვქონდეს, მაგრამ სწორედ მარეგულირებელი ტიპის სადგურები განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics