08:00 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:27:44, 636 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - გატარებულმა რეფორმებმა და ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა გარე ბაზრებზე ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა

ჩვენი  ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს შესაბამის ღონისძიებების გატარებას ქართული ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მიმართულებით, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

„წინა პერიოდში ამ თვალსაზრისით გატარებულმა რეფორმებმა და განსაკუთრებით მხარდამჭერმა პროგრამებმა, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ექსპორტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია გარე ბაზრებზე და 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად და ზოგადად ეკონომიკური დაღმასვლისა, ქართული ექსპორტი აჩვენებდა გარკვეულ პერიოდში ორნიშნა ზრდის ტენდენციებს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რამდენად გაძლიერებულია ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოების და სისტემების განვითარებაში ახალი ბაზრების მოძიების მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics