|
2020-12-21 12:18:14, 589 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიუხედავად იმისა, რომ პანდემიისას ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა
„ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2019 – 2020 წლებში ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის პროგრამა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", როდესაც პარალელურ რეჟიმში 100 საპრივატიზებო აუქციონი ტარდებოდა. „ამ პროგრამამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, ასეთი გამჭვირვალე და მარტივი ელექტრონული პლატფორმების შექმნის შედეგად, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ასევე, პარლამენტის მხარდაჭერით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა, როდესაც შეირწყა ორი უწყება - სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო და საფინანსო მომსახურების სააგენტო. ამით „ერთი ფანჯრის პრინციპით" განხორციელდება ამიერიდან უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა და ახლა უკვე ელექტრონული პლატფორმაა მზადების პროცესში," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)