06:38 - 17 Jan, 2021
2020-12-20 13:03:23, 489 ნახვა

სხვადასხვა
გერმანია და მსოფლიო ამაყობს თქვენით, - ანგელა მერკელმა COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელებს მიმართა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კორონავისრუსის (კოვიდ-19) ვაქცინის შემქმნელ წარმოშობით თურქ ექიმებს, ოზლემ თურქეჯის და უღურ შაჰინს წარმატება მიულოცა. 

მერკელმა ბიოტექნიკური კომპანია „BioNTech“-ის დამფუძნებელ პროფესორ უღურ შაჰინთან და  მისი მეუღლე ოზლემ თურეჯისთან  ვიდეოკონფერენციის  მეთოდით შეხვედრა გამართა რა დროსაც განაცხადა, რომ იგი ამაყია იმით, რომ გერმანიას მათი მსგავსი ექიმები ჰყავს. 

"გერმანია და მთელი მსოფლიო ამაყობს თქვენით, თქვენ შეძელით, შეუძლებელი და მსოფლიოს დაანახეთ, შუქი გვირაბის ბოლოს. მადლობა თავდაუზოგავი მუშაობისთვის"-დასძინა გერმანიის კანცლერმა.
უღურ შაჰინმა და ოზლემ თურეჯიმ კი მთავრობას მათ საქმიანობაში გაწეული დახმარებისათვის მადგლობა გადაუხადეს.  

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ცოლ-ქმრის ინოვაციურმა კვლევამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო - 9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს.

ამჟამად უღურ შაჰინი გერმანიაში, ქალაქ მაინცში ცხოვრობს, 55 წლისაა და BioNtech-ის ოფისში ყოველ დილას ველოსიპედით დადის. „ფორბსის“ ცნობით, მისი ქონება 2,1 მილიარდს აღწევს და იგი მილიარდერი გერმანელების ასეულშია. გასულ კვირას, მათი კომპანიის საბაზრო ღირებულება 25,72 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც შარშანდელთან, ანუ 4,6 მილიარდ დოლართან შედარებით, დიდი ნახტომია.

შაჰინმა და მისმა მეუღლემ BioNTech-ი მაინცში 2008 წელს დააარსეს. მათი ინვესტორები გერმანელი მილიარდერი ძმები გახდნენ. მანამდე კი ძმებმა შტრუნგმანებმა 2001 წელს შაჰინის კიდევ ერთ კომპანია Ganymed Pharmaceuticals-ში ჩადეს ინვესტიცია, რომელიც 2016 წელს $460 მილიონად Astellas Pharmaceuticals-ს მიჰყიდეს.

წელს BioNTech-მა გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტთან, Prifzer-თან SARS-Cov-2-ის ვაქცინის შესამუშავებლად.

ამერიკული კომპანია დათანხმდა, 1 მილიარდი დოლარით დაეფინანსებინა პირველი ხარჯები ვაქცინის შექმნისა და პირველადი წარმოებისთვის. „ფორბსის“ ცნობით, ავანსის სახით BioNTech-მა 185 მილიონი დოლარი მიიღო. მაშინ, როცა საზღვრები და ავიამიმოსვლა შეჩერებული იყო, საჭირო მასალა გერმანიიდან აშშ-ში Prifzer-ის ხელმძღვანელების კერძო თვითმფრინავით გადაჰქონდათ.

შაჰინი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დაიბადა. ოთხი წლის ასაკში კი საცხოვრებლად გადავიდა კიოლნში, გერმანიაში, სადაც მამა "ფორდის" ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა. მოგვიანებით გაიცნო თურეჯი, თურქი ექიმის ქალიშვილი, როდესაც წყვილი აკადემიურ კარიერას იწყებდა. თავიდან, შაჰინი და თურეჯი მხოლოდ თანამშრომლობდნენ და კიბოს კვლევით საქმიანობაში იყვნენ ჩართული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ვითარება აშშ-ში - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics