|
2020-12-15 12:17:12, 1022 ნახვა
ეკონომიკა
L I Y A X KÁSHKASH - პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი
ორი ქართული ბრენდი - L I Y A და კაშკაში, პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის შესაქმნელად, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაერთიანდა. პროდუქცია შექმნილია უნიკალური ფორმულებით და დამზადებულია საქართველოში, "კაშკაშის" ლაბორატორიაში. LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და ყველა ადამიანში საკუთარი ინდივიდუალობის სიყვარულის. KÁSHKASH კი თბილისში დაფუძნებული, კოსმეტიკის ფორმულატორების გუნდია. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა - სწორედ ესაა "კაშკაშის" მთავარი მამოძრავებელი. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი. LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და შესაბამისად, ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად მომართულია უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზე - მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით. "LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა, პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ "კაშკაში". მე თავად ვარ მათი მუდმივი მომხმარებელი და ზოგადად, მოგვწონს იდეა, რომ მათი პროდუქტები ბუნებრივი შემცველობის და ხელნაკეთია", - ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი. "უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის შექმნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე გავა. ამიტომაც, LIYA-სთან ერთად შევქმენით 100% ნატურალური, მცენარეული პროდუქცია, რომელიც არ იტესტება ცხოველებზე. ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის", - ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი. LIYA X KÁSHKASH საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით გამოჩნდა. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფერიდან ალისფერ წითლამდე - ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კლასიკური წითელი - ლურჯი, ყვითელი და კენკროვანი ქვედა ტონებით იდეალური შერწყმაა ნებისმიერ სტილთან – იქნება ეს ყოველდღიური ჯინსები თუ საღამოს კაბა. მარგალიტისებრი მბზინავი ბაზა კი აუცილებელი პროდუქტია როგორც ფერიანი ტუჩსაცხის ქვეშ, ასევე ცალკე, ტუჩების დატენიანებისთვის თუ მინიმალისტური მაკიაჟის გასაკეთებლად. LIYA X KÁSHKASH-ის პროდუქციის ჩამონათვალი მუდმივად გაიზრდება. ასე რომ, თვალი ადევნეთ ვებ-გვერდს - Liya.ge თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის, პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



