22:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 15:44:47, 528 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„განიოსაზღვროს პროკურატურის სრული სტატუსი და ადგილი სახელისუფლებო ორგანოთა სისტემაში, სრულყოფილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური თუ პოლიტიკური, დამნოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე საზოგადოებრიობისა თუ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულობის პირობები. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებიდათ მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესება-გათავისუფლების პროცედურებს ეხება და ახლებური რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება 18 სექტემბერს მიიღო, რომელიც 24 სექტემბერს პრეზიდენტს  ხელმოსაწერად გადაეგზავნა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics