|
2020-12-09 13:46:20, 577 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ დიზაინსისტემა შექმნა
„საქართველოს ბანკმა“, პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით, დიზაინსისტემა შექმნა. დიზაინსისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს. დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი ახალი პროდუქტი შევქმათ ნაკლებ დროში. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას შექმნის ციფრულ არხებში, რაც გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტურს გახდის. დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობებების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე. „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით წამყვანი კომპანია იყოს, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესების შეუწყობს ხელს. დიზაინსისტემის დანერგვის მიზანია ტექნოლოგიებით, დიზაინით და ზოგადად ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისა და ფინტექ კომპანიებისთვის ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ამით ჩვენ მათ შესაძლებლობას მივცემთ, საქართველო ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ რეალური გამოცდილება დიზაინის პროცესებისა და ზოგადად ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების შესახებ“,- განაცხადა ვახტანგ ბობოხიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)