|
2015-01-29 15:49:34, 1356 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ზეწოლის მცდელობას ხედავენ
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საქმიანობის შესწავლას მესამე სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლად აფასებენ. ინტერვიუს შეფასებისას არასამთავრობოებში აცხადებენ, რომ დღეს მთავრობას რეალურად ყოფილი პრემიერი მართავს და მას მესამე სექტორის საქმიანობაში ჩარევა უნდა. „მე ამას განვიხილავ, როგორც ზეწოლას ჩემს მიმართ და ჩემი საქმიანობის მიმართ. მე მიჩნდება განცდა, რომ ყველაზე გავლენიანი ხელისუფლების წარმომადგენელი აკვირდება ჩემს ცხოვრებას, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის, თუმცა ნამდვილად არც მანამდე მქონია განცდა, რომ არ იყო სახელწმიფო დაინტერესებული ჩემი ყოვედღიური საქმიანობით. რა თქმა უნდა არ ვაპირებ არაფრის შეცვლას, მაგრან ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, ძალიან არასწორი დამოკიდებულება ხელისუფლების მიერ სამოქალაქო სექტორის მიმართ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ. ივანიშვილის განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმაც შეაფასა. „მე არ ვიცი ეს რა არის. ესეთი რამ პირველად მესმის, თუმცა ეს არის მისი პრიორიტეტი და მან შეიძლება ეს გააკეთოს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია. თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ ჩაატაროს კვლევა ჩვენზე, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერზე, ჩვენ პირიქით დავეხმარებით კვლევის ავტორებს და იმპლემენტატორებს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კახა კოჟორიძის , ნინო ლომჯარიას და ეკა გიგაურის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და მათთან დაკავშირებით საინტერესო კვლევას დადებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)