08:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 10:48:18, 722 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ქართული ემიგრაციისთვის ორმაგ მოქალაქეობაზე კარი გახსნილია

ქართული ემიგრაციისთვის ორმაგ მოქალაქეობაზე კარი გახსნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგელბში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა უნდა, პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს. 

"როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარები ორმაგი მოქალაქეობისთვის. ეს არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ და რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. შესაძლებელია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს, კი ბატონო, განხილვადია ეს საკითხიც და შესაძლებელია ამაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს ფორმულირებული კანონი. რადგან დღეს ასეთი კანონი მოქმედებს, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ვისაც ეს საკითხი დაუდგა ამერიკის მოქალაქეობის მიღების დროს, მარტივად, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა, მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას. თუ შეიცვლება კანონი, შემდეგ სხვანაირად იყოს. მაგრამ, ვინც უკვე მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა, არასწორი იქნება ისინი დაელოდონ კანონის ცვლილებას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics