23:57 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 12:25:09, 1345 ნახვა

ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო ბიზნესი კოვაქს-პლატფორმით ვაქცინას ვერ შეიძენს

„როგორც კი პირველი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის პირველი ნაკადის შემოტანაზე საერთაშორისო პარტნიორებსა და წარმოებული ვაქცინის მოცულობაზე ვართ დამოკიდებული.

„კოვაქს-პლატფორმით კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება. აქ არის განსაზღვრული ფასი, როლითაც ჩვენ ვაქცინის შეძენა დაბალ ფასად შეგვეძლება. ასევე განსაზღვრულია წილობრივად ყველა ქვეყანაზე თუ რა ოდენობით ვაქცინის შეძენის საშუალება ექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა.

ვაქცინის პირველ ნაკადზე ჩვენ სრულიად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორებსა და იმაზე, თუ რა მოცულობის იქნება ვაქცინის წარმოება და როგორც კი პირველი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics