|
2020-12-04 15:32:29, 1409 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - ვაქცინაცია გლობალურ მშპ-ს დაეხმარება
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია წელს, გლობალური მშპ-ს 4.2%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ამავდროულად, ექსპერტების აზრით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის პერსპექტივები გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების გამო. 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.25%-ით, 2022 წელს კი, 3.7%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს. ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანხელ გურრიამ აღნიშნა, რომ არსებობს იმედები, თუმცა კრიზისი გადალახული ჯერ არ არის. "2022 წლის ბოლოსთვის გლობალური მშპ შემცირდება დაახლოებით შვიდი ტრილიონი დოლარით, ვიდრე ის პანდემიის დაწყებამდე იყო და ეს არის აშშ-ის ეკონომიკის მესამედი, რაც ნიშნავს, რომ კრიზისი იქნება საკმაოდ მწვავე", - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ელოდება, რომ ევროზონის მშპ წელს 7,5%-ით შემცირდება, მომავალში კი 3.6%=ით გაიზრდება. წარმოება კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდს მხოლოდ 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ევროზონის ქვეყნების ფისკალრი პოლიტიკა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერას. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის აღდენა ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშპ-ს დაბრუნებას კრისისამდელ ეტაპზე და აღნიშნულს, 2021 წლის ბოლოსთვის ელოდებიან.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)