|
2020-12-04 13:25:32, 642 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები შემოდიან
2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიები. EPAM Systems-მა საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა. Exadel - ი მეორე IT კომპანიაა, რომელიც მის საქმიანობას საქართველოში გადმოიტანს. 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი. ,,საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშოვნონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათებთან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. საერთაშორისო მასშტაბის ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ოფიციალურ სერთიფიკატს შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას.“ - აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)