2020-12-04 11:24:54, 400 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა
![]() ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესაებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით ნაკლებია. 2020 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 57.1 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე - 27.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.1 პროცენტი“, - განაცხადეს საქსტატში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-01-20 11:36:50 საქართველოში 6-დან 11-წლამდე ასაკის კოვიდგადატანილ პაციენტებში პოსტკოვიდური სინდრომი გამოვლინდა 2021-01-20 11:16:30 სომხეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 2021-01-20 11:05:15 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 745 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 2021-01-20 11:02:13 კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 212 თბილისში, 61 იმერეთში, 33 კი აჭარაში გამოვლინდა 2021-01-20 11:01:28 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა ვიდეო/LIVE ვითარება აშშ-ში - პირდაპირი
|