|
2020-12-02 18:22:31, 1002 ნახვა
სამხედრო
ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა. ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებით, პრინტერებითა და მოტოროლას რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის. JTEC-ის შტაბში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელენ სენდ ანდერსენი დაესწრნენ. კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, JTEC-ის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კენეტ ბაკენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა JTEC–ის ჩამოყალიბებასა და დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციაში დასახული მიზნის მიღწევაში - გამხდარიყო მოწინავე ცენტრი როგორც წვრთნების, ისე შეფასების მიმართულებით საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)