02:33 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 10:59:21, 418 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გააქტიურებს გაჯანსაღების პროცესს

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში.

ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3%-ს.

2021 წლის ნომინალური მშპ-ს  მოცულობა 53.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 68.6 მლრდ ლარამდე.

2020 წელს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით დეფიციტი 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდა. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, 2020 წლის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მშპ-ის 9.1%-მდე გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი, რომელიც ეყრდნობა GFSM 2014 კლასიფიკაციას - არის 7.5%)

აღსანიშნავია, რომ საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის.

2021 წლის ბოლოსათვის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით; მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.

ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა (210.0 მლნ ლარი), ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა. წარმოდგენილ ბიუჯეტში ასევე ასახულია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები (მშპ-ის 1.7%).

შესაბამისად, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1% (2020 წელს პანდემიის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეადგენს 26.2%-ს). საშუალოვადიან პერიოდში  ხარჯები შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში.

რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს - 2019-2020 წლებში დაწყებული ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლიდან გამომდინარე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება, 2021 წელს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 7.9 %-ს შეადგენს. ამავე დროს, დეფიციტის შემცირების პარალელურად, მომდევნო წლებშიც  სასურველია  კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდეს მშპ-ს 8%-იან ნიშნულთან ახლოს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics