|
2020-11-27 12:58:07, 511 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე შეძენის სერვისი „ბაზისბანკში“
„ბაზისბანკი“ თავის მომხმარებელს ლარით დენომინირებული სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების, იგივე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენის სერვისსა და ასევე, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებელს, „ბაზისბანკის“ დახმარებით, საშუალება აქვს წარადგინოს განაცხადება ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის. აუქციონი იმართება ეროვნული ბანკის მიერ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში . ერთი განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მომხმარებლის განაცხადების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს აუქციონზე ემისირებული თანხის 75%-ს. აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ. „ბაზისბანკი“ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემის საპილოტე პროგრამის აქტიური მონაწილეა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას. სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, დაიწყო პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა. „ბაზისბანკს“ აქვს შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)