|
2020-11-25 17:01:44, 495 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 31 დეკემბრამდე. „ლიბერთი უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენთვის. პედაგოგებისთვის ჩვენი სამომხმარებლო სესხის პირობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა წელს, პანდემიით გამოწვეული სიძნელეების ფონზე, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო განსაკუთრებული პირობების შეთავაზებით გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ამ აქციით ბევრმა პედაგოგმა ისარგებლა, ახლა კი გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდაც შევთავაზოთ როგორც გაუმჯობესებული პირობა სამომხმარებლო სესხზე, ასევე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი - აქციის ფარგლებში, ნებისმიერ პედაგოგს აქვს საშუალება 3 თვემდე ვადით გათავისუფლდენენ ყოველთვიური გადასახდელისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან.” - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი. ლიბერთი უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს.
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)