|
2020-11-25 13:48:09, 3712 ნახვა
ომი უკრაინაში
პანდემიის ცუნამი რუსეთში - კორონავირუსით ინფიცირებულებს კლინიკის დერეფნებში მკურნალობენ
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. კადრებზე, რომლებიც „ევრონიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს, ნოემბრის დასაწყისში, ტომსკის კლინიკაშია გადაღებული, სადაც კოვიდ19-ის დიაგნოზით მყოფი პაციენტები კლინიკის დერეფნებში წვანან. ერთი თვის წინ, ტომსკის რეგიონში ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, თორმეტ ნახევარ ათასზე მეტს აღწევდა. ერთ თვეში კი, აღნიშნული რიცხვი თითქმის ხუთი ათასით გაიზარდა. თითქმის ასეთივე ინფიცირებულთა რაოდენობაა ამჟამად ბურიატიაში. „თუ მოსახლეობა დაიცავს სოციალურ დისტანციას და მიმართავს თვითიზოლაციას, ჩვენ დავიხრჩობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაძლებლობები გავაფართოვეთ, საწოლების რაოდენობა გავზარდეთ, აღნიშნული რეზერვი გვეწურება. ყოველდღიურად ჩვენთან მოჰყავთ 30 პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ინტენსიური თერაპია“, - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ინფექციონისტი, ტატიანა სიმბელოევა. ერთი კვირის წინ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე, კრემლში განაცხადა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული საქმეები რუსეთში არც ისე იოლად მიმდინარეობს. ამასთანავე, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ აღნიშნა, რომ კოვიდ19-ისგან გამოწვეული სიტუაცია რუსეთში რთულდება, ქვეყნის 19 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე დგას. რუსეთის ფედერაციაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას ჯერჯერობით არ აპირებენ. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველ ადგილზე ქვეყნის დედაქალაქი, მოსკოვია, შემდეგ კი, მას პეტერბურგი მოსდევს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ19-ით 23 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ჯამში კი, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემები ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით რუსულმა მედიამ გაავრცელა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)