|
2015-09-25 16:30:17, 534 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიების შეზღუდვის შემთხვევაში, 4 მილიონ ნახევარი დაიზოგება
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, თუ 800-მდე მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემა შეიზღუდება, ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარი ლარი დაიზოგება. ამის შესახებ მან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მის მიერ ინიცირებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ. დეპუტატის შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს კარგი მუშაობის გამო პრემიის მოლოდინი არ უნდა ქონდეთ. „ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, ვინც ქვეყანაზე და მომავალზე ფიქრობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კარგი მუშაობის გამო, არ შეიძლება პრემიის მოლოდინი ქონდეთ. ისინი ხალხმა აირჩია და ვალდებულები არიან კარგად იმუშაონ. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ქვეყანაში ჩვენ გვყავს საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირები, რომელთა ბეჯით მუშაობაზე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი საჯარო სამსახურის გამართული მუშაობა. რა თქმა უნდა ინიციატივა შეეხო მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს და არც ერთ საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილის თქმით, პრემიების შეზრუდვის შესახებ პროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში 4 მილიონ ნახევარი დაიზოგება, მთავრობას კი, კანონით უფლება აქვს ეს თანხა უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოიყენოს. ქუცნაშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას, ცალკე მუხლად გაიარონ პრემიების და დანამატების მუხლი. „შესაბამისად, თუ პრემიების მუხლში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აღარ შევიყვანთ, თავისთავად შეზღუდვის აუცილებლობა სამართლებრივად ისპობა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)