08:04 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 14:44:29, 404 ნახვა

პოლიტიკა
პრემიებთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა,  სადაც პრემიებთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი და უმრავლესობის წარმომადგენელი კარლო კოპალიანი დაუპირისპირდნენ. კოპალიანმა პრემიებთან დაკავშირებით   რატიანის გამოსვლა გააპროტესტა.

" ღადაობ, თუ რას შვები?" - მიმართა კოპალიანმა რატიანს. კოპალიანის ამ მიმართვას ხმაური მოჰყვა.

სხდომაზე სერგო რატიანმა მოქმედი ხელისუფლების დროს საყდრისის ოქროს მაღაროს ნგრევაც გაიხსენა, ქუცნაშვილმა კი მას ასე უპასუხა: "აქციაზე ხომ არ გგონია თავი?"

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრემიებთან დაკავშირებით  ინიციატივის განხილვა გრძელდება.

ცნობისთვის,  დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დარეგისტრირებული  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად,  25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს  2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს.

კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეხება, ხოლო ერთი-ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს:  საკრებულოს თავჯდომარეს, მერსა და გამგებელს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics