|
2020-11-21 10:11:32, 51668 ნახვა
პრეზიდენტი - იმედი მაქვს მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული
მაქვს დიდი იმედი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, 2020 წლის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მალე დაიწყება, რადგან პანდემიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დამტკიცება. „მივეცი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას, მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი, ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, 9 პარტიას მისცა ხმა და მგონი, ყველამ უნდა ვცეთ პატივი ამომრჩეველსა და მის სურვილს. ეს პარლამეტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი, ამას ვუსურვებ საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)