2020-11-20 14:15:35, 715 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია
„საქართველოს ბანკი“ სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მარტივი საბანკო ოპერაციების განხორციელების შედეგად მოიგონ ფულადი პრიზები. დღეში 1 000, ხოლო აქციის ბოლოს კი სუპერპრიზი- 50 000 ლარის ოდენობით. აქციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ბანკში დასაქმებული პირებისა). ამისათვის მხოლოდ საჭიროა მობილბანკში განახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია, მაგალითად როგორიცაა: თანხის გადარიცხვა, მობილურის ბალანსის შევსება, გზავნილის მიღება, თანხის კონვერტაცია, კომუნალურების და სხვა გადასახადების დაფარვა. ამასთანავე, გამარჯვების შესაძლებლობა აქვს მასაც, ვინც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით გათამაშებაში ვერ ჩაერთვება. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი, მისი ჩამოტვირთვა App Store-იდან ან Google Play Store-იდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი: https://login.bog.ge/ibank/?lang=ge „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის წახალისებას სხვადასხვა შეთავაზებებით თუ სერვისებით განაგრძობს. ამჯერად, სპეციალურად მობილბანკის და ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის შევქმენით ახალი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მარტივი და ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით ფულადი პრიზების მოგება იქნება შესაძლებელი. აქცია დღეს დაიწყო და ის 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობა კი მობილბანკის ნებისმიერ სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. ავტორი: R (რეკლამა), შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|